ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ვლადივოსტოკში, პირველად შეხვდებიან. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს.
პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ხვალ, 25 აპრილს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, მხარეები არ გეგმავენ ერთობლივი განცხადების მიღებას ან შეთანხმების გაფორმებას. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება, თუმცა სავარაუდოდ ისინი ისაუბრებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ბირთვული შეიარაღების საკითხებზე.
ჩრდილოეთ კორეის დელეგაციაში იმყოფებიან გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩრდილეოთ კორეის ლიდერი ვლადივოსტოკში მატარებლით ჩავიდა, როგორც ეს დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, ვიეტნამში მოხდა.