დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის და მიულოცა მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყანა კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით.
ტერეზა მეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სურვილი გამოთქვა, გაძლიერდეს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რუსეთის აგრესიის შეჩერებაა.
საუბრის დასასრულს, ტერეზა მეიმ ვლადიმირ ზელენსკი ლონდონში მიიწვია“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვლადიმი ზელენსკიმ უკრაინაში, 21 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.