კომუნალური მომსახურების კომპანიებს მოქალქეთა მონაცემების ერთიანი ბაზა ექნებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში. შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე იქნა ინიცირებული.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე განმარტავს, ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების და დასუფთავვების მომსახურება ერთიანი ადმინისტრირების სივრცეში მოექცევა და აღნიშნული კომპანიები დაეყრდნობიან სამოქალაქო რეესტრის ბაზას.
აღნიშნული ცვლილება მელაძის განმარტებით, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ დღეს კომპანიებს სხვადასხვა ბაზები გააჩნიათ.
ხშირ შემთხვევაში ინფორმაციები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა მელაძის ვარაუდით აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს და გარდა ამისა, მოხსნის კომუნალური გადასახადების გადახდისას სულადობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც.