არ დავთმობთ. სულით არ დავთმობთ. ალაჰი ჩვენთან არის და არასდროს არ დავთმობთ. დაგვხოცავენ, დაგვხოცონ, მაინც არ დავთმობთ, - ამბობს პანკისის ხეობაში აქციის ერთ-ერთმა მონაწილე „რუსთავი 2“-თან საუბარში. მან სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს მოუწოდა წავიდნენ ხეობიდან.
„ჩვენ ველოდებოდით ამას. ჰესი არავის აინტერესებს, ჩვენ ვაინტერესებთ. ჩვენი მოკვლა, ჩვენი დახოცვა, ჩვენი ფეხებქვეშ გათელვა უნდათ მეტი არაფერი. ეს არის ყველაფერი. ჰესი არავის არ უნდა, არ აინტერესებს. ერთ ადამიანს მხარში ამოუდგა ამხელა საქართველო. რომელსაც თავისთვის უნდა ეს ჰესი. იმ წყეულს, იმ დამპალს რათ უნდა საქართველო ასეთი.
ესე აწყობთ ვიღაცეებს. მთავრობაში რასაც აკეთებენ, ვერ თავსდებიან და ყურადღება ჩვენზე გადმოაქვთ. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთმანეთს ჭამენ მთავრობაში ვერ რიგდებიან და ჩვენთან გადმოდიან. ესე აწყობთ ვიღაცეებს.
არ დავთმობთ. სულით არ დავთმობთ. ალაჰი ჩვენთან არის და არასდროს არ დავთმობთ. დაგვხოცავენ, დაგვხოცონ, მაინც არ დავთმობთ,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.