უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები! - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
„მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა.
მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.