ევროპის ჩემპიონატის სუპერ დაძაბულ ფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრებს 20-10 სძლიეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.
მატჩი რუსეთში, კალინინგრადში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები 64-10 შედეგით დაამარცხეს.