ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ალენ დელონს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო ოქროს პალმის რტოს გადასცემენ.
როგორც კანის ფესტივალის ადმინისტრაცია აცხადებს საპატიო ჯილდო ალენ დელონს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა.
წელს კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ იქნება.