დღეს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1983 წელს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის 40-ე წლისთავის აღსანიშნად 18 აპრილი მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ დააწესა.
18 აპრილი მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციებით, გამოფენებით, ფოტოკონკურსებით, ექსკურსიებით, კინოჩვენებებით და ა.შ. ICOMOS-მა 2016 წლის 18 აპრილის თემად სპორტის მემკვიდრეობა დაასახელა წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელიც ბრაზილიაში აგვისტოში გაიმართება.