თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს C ჰეპატიტსა და შეძენილ იმუნოდეფიციტის (შიდსის) სინდრომზე უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. აქციაში ათეულობით ადამიანი ჩაერთო.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის განცხადებით, აქციის მიზანი C ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსის დროული გამოვლენაა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში უფასო სკრინინგი სხვა ორგანიზაციის თანამშრომლებსაც ჩაუტარდებათ.
აქციაში ჩართვით, ყველა დაინტერესებული პირი ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ინფორმაციას, ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში მიიღებს.