მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობის კუ მოკვდა. ამ სახეობიდან ცოცხალი კიდევ 3 კუ დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კუს ეს სახეობა გადაშენების პირასაა.
მდედრობით სქესის კუ სამხრეთ ჩინეთში, სუჟოუს ზოოპარკში ცხოვრობდა.
სპეციალისტები დიდხანს ცდილობდნენ კუს სიცოცხლის გახანგრძლივებას, რომლის ასაკიც 90 წელი იყო, თუმცა მათი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.
დარჩენილი უიშვიათესი სახეობის ერთი კუ, რომელიც 100 წლისაა ჩინეთში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი ორი - ვიეტნამში.