აზიური კულტურისთვის საკრალური, ულამაზესი ხე-მცენარე საკურა ბათუმის ბულვარშიც აყვავდა! საკურა გაზაფხულზე, ერთიდან ორ კვირამდე ყვავილობს, ამ მოვლენას სულმოუთქმელად ელოდება უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო.
საკურა ყვავილობას მძინარე კვირტების დახმარებით მაისის ბოლომდე განაგრძობს. 50 ძირი იაპონური ალუბალი, ხეივანში ხუთი წლის წინ დაირგო.