არც ერთ სამსახურში არ ღებულობენ საქართველოს მოქალაქეს, აზერბაიჯანელს. აი, აქ მაგალითად, გარდაბნის რაიონში, თუ მან ქართული არ იცის, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძე გარდაბანში, სოფელ ქესალოს მცხოვრებლებს შეხვედრაზე.
გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრაზე აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პრობლემაზე ისაუბრა. ვაშაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში აზერბაიჯანელებისთვის, რომლებმაც ქართული არ იციან, დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია.
"ორივე ტური მოვიგეთ ისევე, როგორც გარდაბნის ძალიან ბევრი უბანი, რაც აბსოლუტური გმირობა არის ამ ხალხის, იმიტომ, რომ ისეთ პრესში და დისკრიმინაციაში, როგორშიც ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე არის, ძნელი წარმოსადგენია. არც ერთ სამსახურში არ ღებულობენ საქართველოს მოქალაქეს, აზერბაიჯანელს. აი, აქ მაგალითად, გარდაბნის რაიონში, თუ მან ქართული არ იცის. საერთოდ, უპატრონოდ არის სახელმწიფო მიტოვებული. კიდევ ერთხელ რწმუნდები, როდესაც ჩამოდიხარ რეგიონში და ელაპარაკები ხალხს, მაგალითად გარდაბანში,“- განაცხადა ვაშაძემ.