ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, თავისუფლება, - თქვა ა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება.
„მე შეგახსენებთ, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო. თავისუფლების კუთხით, მშვიდობის, სტაბილურობის კუთხით. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მე პრაქტიკულად არ მახსენდება და გამახსენეთ თუ შეიძლება წელიწადი, ერთი წელი სიმშვიდის. ეს არ იყო. გამახსენეთ, თუ ვინმეს ჰქონდა აღქმა თავისუფლების? ეს იყო შიშის და ტერორის წლები. ეს იყო ძალიან მძიმე გარემო. ეს ყველაფერი ჩვენ შევცვალეთ მოსვლის დღიდან“, - თქვა ღარიბაშვილმა.