16 წლის გოგონა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით კლინიკა „რუსთავში“ წუხელ შეიყვანეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.