რუსთავის მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გოგონა მრავლობით დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„პაციენტი შემოყვანილია 112-ის მიერ პოლიტრავმით, თუმცა ტრავმის მიზეზი უცნობია. მძიმე მდგომაროება იყო შემოყვანისთანავე. იყო ტრავმული შოკი. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, რეანიმაციული მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე. ოპერაციული მკურნალობა იგეგმება, თუმცა პაციენტის სტაბილიზაციის შემდეგ,“-განაცხადა რუსთავის კლინიკის მორიგე ექიმმა მარინა კავთუაშვილმა.