საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტაილანდში ტურისტული მიზნით წავლენ, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ, ვიზა იქ ჩასვლას, საზღვარზე მიიღონ.
საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში ტურისტული მიზნით ყოფნას 15 დღის განმავლობაში შეძლებენ.
დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ორივე ქვეყნის პირებს წინასწარ ვიზის მიღება 14 მარტიდან აღარ სჭირდებათ. შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა ხელი.
საქართველოსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დამყარდა. ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის გააქტიურდა. გაიმართა ორივე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები როგორც ბანგკოკში, ისე თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში.