ზუგდიდში, აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავდნენ, ერთი პირი დააკავეს. ის პოლიციამ გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბესიკ დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ახლობელი სამხარეო პოლიციის შენობაში შეხვედრაზე შეიყვანეს. ისინი შეხვედრიდან უკამყოფილო გამოვიდნენ.
აქციის მონაწილეებს მთავარი გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. სწორედ ამ დროს დააკავეს ერთი პირი. რამდენიმე წუთის განმავლობაში, პარალიზებული იყო ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი.
აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.