14 აპრილს, თბილისში, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.
გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (ფრანგული ინსტიტუტი, ESN, AIESEC, DAAD და სხვა.), რომელთაც აქვთ სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას.
აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge)
გამოფენის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო Courtyard Marriott (თავისუფლების მოედანი #4).