საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აწყობს ტრადიციულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს დევიზით “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”– ვემზადებით მსოფლიო რბენისათვის.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენი ხვალ, 14 აპრილს, 11 საათზე, ლისის ტბიდან დაიწყება.
მიზანი: ცოდნის დაუფლებასთან ერთად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ყველა მსურველს 15 წლის ზევით (15-17 წლის მონაწილეებს
დაჭირდება მშობლის თანხმობა).
რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების დარიგდება 9 საათიდან.
სტარტი – 11 საათზე.
მანძილი 3 და 10 კილომეტრიანი დისტანციები:
3 კილომეტრიანი სამოყვარულო გარბენი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა მოხალისეთათვის. მონაწილეებს დაურიგდებათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო ქალებსა და კაცებს შორის საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით.
10 კილომეტრიან დისტანციაზე ასაკობრივ და აბსოლუტურ კატეგორიებში 1-3 ადგილზე გასულებს გადაეცემა თასები, მედლები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
ასაკობრივი კატეგორიები: 16-19, 20-29, 30-39, 40-49, 50-59, 60-69, 70+