იტალიელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. უცხოელი ექსპერტები, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ახალდაბის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
საველე გასვლა ასევე განხორციელდა მდ. ვერეს ხეობაში და სვანიძის ქუჩაზე სადაც სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესებით დაძაბული უბნებია.
სპეციალისტებმა იტალიელ ექსპერტებს ვერეს ხეობაში აშენებული ღვარცოფდამცავი ნაგებობაც დაათვალიერებინეს, ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ადგილზე საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება განხორციელდა.
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება.