ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო[1]. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.