ქართული ენის დღეს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაც აღნიშნავს და ვარკეთილისა და ნაძლადევის ფილიალებში ორ ღონისძიებას გთავაზობთ.
14 აპრილს, 16 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში (მის.: ც. დადიანის 164, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი), ფილოლოგი ზინა გაბიჩვაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „XXI საუკუნის გამოწვევები დაქართული ენა".
„ენა აზრის გამოხატვისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის საშუალებაა. ის ცოცხალი ორგანიზმია, დროთაგანმავლობაში ვითარდება და იცვლება. ხმარებიდან გადის ძველი სიტყვები და შემოდის ახალი. შესაბამისად,მრავალი ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა: უცხოური ფრაზები, ბარბარიზმები, არასალიტერატუროსიტყვათწყობა. ეს პროცესი დამოკიდებულია ისტორიულ ვითარებაზე, იმაზე, თუ რომელი ქვეყნისა და ენისგავლენას განიცდის ესა თუ ის ენა. ამ მხრივ არც ქართულია გამონაკლისი", - ამბობს ზინა გაბიჩვაძე.
ასევე კვირას, 16 საათზე, ვარკეთილის მედიათეკაში (მის.: ვიქტორ კუპრაძის 2), კორნელი კეკელიძისსახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ვორკშოპს თემაზე „როგორ იქმნებოდახელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში". ვორკშოპს ჩაატარებს პედაგოგიკის დოქტორი ირინაგოგონაია.
ვორკშოპის დამსწრეებს საშუალება ექნება თავად დაამზადონ წიგნის ფურცლები ძველი მეთოდოლოგიითა და მასალით. ვორკშოპის აქტივობაში შედის: ქაღალდის მიღება დაქუცმაცებული ბოჭკოსგან, მისი საწერადმომზადება-გახამება და საბოლოო დამუშავება-გალესვა. ამის შემდეგ მომხსენებელი დამსწრეებს შესთავაზებსკომპიუტერულ შემეცნებით პროგრამას ანიმაციის ელემენტებითა და ტესტით.
ორივე ღონისძიება გათვლილია როგორც ზრდასრულ აუდიტორიაზე, ისე სკოლის მოსწავლეებზე. დასწრება თავისუფალია.