ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფრანგმა ძალოსანმა ასპარეზობის დროს ხელი მოიტეხა. ქალთა შეჯიბრზე, 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგი გაელ ნაეო კეჩანკე ერთ-ერთი ფავორიტი იყო და წარმატებითაც ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ, საზარელი ტრავმა მიიღო.
კეჩანკემ ატაცში პირველ ცდაზე 103 კილოგრამი ასწია, შემდეგ 106 კილოგრამი ვერ დააფიქსირა და როდესაც 107 კილოს შეეჭიდა, ხელი მოიტეხა. მიუხედავად ამისა, ფრანგმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კეჩანკე დარბაზიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს.