ისრაელმა კოსმოსური ხომალდი სახელად Beresheet მთვარეზე ვერ დასვა. მთვარეზე დაჯდომის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დაშვების პროცედურა 30 წუთს გაგრძელდა. Beresheet ზედაპირიდან 150 მეტრში მწყობრიდან გამოვიდა და ზედაპირზე წარმატებით ვერ დაეშვა.
ისრაელი ვერ შეუერთა აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს და ვერ გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელიც მთვარეზე ჩავიდა. ხომალდი ე.წ. მერენიტის ზღვის მიმდებარედ ეშვებოდა.