ფოლადის მწარმოებელი მსოფლიოში უდიდესი კომპანია ArcelorMittal--ი საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური უფლებით შემოდის. 11 ნოემბერს, 14:00 საათზე, კომპანიის მენეჯმენტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მედიისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომლის თემაა "შეხვედრა მომხმარებელთან და პარტნიორობა მომავლისათვის".
"თბილისი მარიოტში", საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სახელწოდებით "მომხმარებლის ენაზე", კავკასიის რეგიონის პარტნიორებთან ერთად გაიმართება სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგის" ტოპმენეჯერთა შეხვედრა. სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგი" ArcelorMittal--ის უკრაინის წარმომადგენლობაა, რომელიც საქართველოში მენეჯმენტს ახორციელებს. კომპანია ახდენს ფოლადის, კოქსის, თუჯის, არმატურისა და სხვა მეტალურგიული პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას.
პროდუქციის ექსპორტის უმეტესობა სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ახლო აღმოსავლთში, ევროპასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხორციელდება. გარდა ამისა, "არსელორმიტალი კრივოი როგი" პროდუქციის რეალიზაციას ახდენს რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, სასომხეთში, ბელორუსიის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვა "არსელორმიტალი კრივოი როგის" გენერალური მენეჯერი მარკეტინგის დარგში - პასკალ მაკო, რომელიც წარმოადგენს ArcelorMittal-ის განვითარების სტრატეგიას საეთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ხელმძღვანელი, დირექტორი ექსპორტის დარგში - ანდრეი კიტიცი მომხმარებელს გააცნობს კომპანიის პრიორიტეტებს კავკასიის რეგიონში. ვასილ კუჩერი - დირექტორი ხარისხის დარგში, ისაუბრებს სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგის" პოლიტიკის შესახებ ხარისხის კუთხით. კონფერენციაზე დაგეგმილია კრესჩენტო ბოსკოს, ტურინის (იტალია) "პოლიტექნიკური ინსტიტუტის", სამშენებლო და გეოტექკნიკური ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორიის ხელმძღვანელისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის - გრიგოლ გობეჯიშვილის სიტყვით გამოსვლა. შეხვედრას დაესწრება ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ზურაბ პოლოლიკაშვილი.
"მომხმარებლის მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე მუდმივად იზრდება. იზდება კონკურენცია მწარმოებლებს შორის, მაგრამ ხარისხი, რასაც "არსელორმიტალი კრივოი როგი" სთავაზობს მომხმარებელს, ეფუძნება მუდმივ ტესტირებას, რაც განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას მეტალურგიის ბაზარზე", - აცხადებს პასკალ მაკო, "არსელორმიტალი კრივოი როგის" გენერალური მენეჯერი მარკეტინგის დარგში.
"არსელორმიტალ კრივოი როგის" მეტალურგიის წარმოება სრულიად შეესაბამება მსოფლიო სტანდარებს, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერთიფიკატით.
ცნობისათვის: 2008 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 124.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფოლადის წარმოებამ - 103.3 მილიონი ტონა მოიცვა, რაც მსოფლიო ბაზრის 10 %-ია. ArcelorMittal--ის აქციები წარმოდგენილია ნიუ-იორკის, ამსტერდამის, პარიზის, ბრიუსელისა და ესპანეთის საფონდო ბირჟებზე.