დღემდე, მხოლოდ სამმა ქვეყანამ მოახერხა მთვარეზე ჩასვლა. თუ პროექტი წამატებით ჩაივლის, მათი რიცხვი დღეს 4 გახდება.
ისრაელმა კოსმოსური ხომალდი სახელად Beresheet 21 თებერვალს გაუშვა. ხომალდი ექვსი კვირის მანძილზე დედამიწის ორბიტაზე მოძრაობდა, ხოლო 4 აპრილს მთვარის ორბიტას შეუერთდა. მთავრის ორბიტაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ Beresheet მთვარის ზედაპირზე დაშვებისთვის ემზადება. Breresheet მთვარეზე საქართველოს დროით ღამის 11 საათზე დაჯდება.
თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის ისრაელი შეუერთდება აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს და გახდება მეოთხე ქვეყანა, რომელიც მთვარეზე ჩავიდა. ხომალდი ე.წ. მერენიტის ზღვის მიმდებარედ აპირებს დაშვებას. Beresheet რამდენიმე დღე იმუშავებს და აქტიურად გამოაგზავნის დედამიწაზე ინფორმაციას.
მისიის ღირებულება 100 მილიონი დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მთვარეზე გაფრენის პირველი მცდელობა, როდესაც პროექტში ჩართულები არაინ კერძო კომპანიები (SpaceL). ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო და სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ხომალდი მთვარეზე გაგზავნა. Beresheet არ არის მძიმე ნაწილებისგან აწყობილი ხომალდი და მას არ შეუძლია ადამიანის მთვარეზე ჩაყვანა. ის სულ რამდენიმე დღე გაძლებს მთვარეზე და შემდგომ მისი ნაწილი გახდება.