11 აპრილს, თბილისში 13:30 საათზე პ. ქავთარაძის 23 ნომერში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება წელიწადში 6 000 000 ტესტის კვლევა განახორციელოს.
ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას.
“მეგალაბის” მუშაობის ხარისხს აკონტროლებს ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ამერიკული, გერმანული და ბრიტანული კომპანიები Cap (აშშ) ; RFB (გერმანია) INSTAND (ბრიტანეთი); RIQAS (ბრიტრანეთი) წარმოადგენენ.
მეგალაბის ბაზაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად გაიხსნა ციფრული პათოლოგის დეპარტამენტი, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება პათო-მორფოლოგიური კვლევები. “მეგალაბში” პათოლოგიის მიმართულებას, ჰოლანდიაში მოღვაწე ცნობილი პათოლოგი, ალექსი ბაიდოშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოში რთული დიაგნოზების დასმა უკვე მულტიდისციპლინურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი და ამ პროცესში მეგალაბის პარტნიორი, მსოფლიოს ცნობილი ლაბორატორიული ბრენდები LaBPon ( ჰოლანდია), BioLab (იორდანია) LABMICTA (ჰოლანდია) და IDH ჩაერთვებიან.
ლაბორატორიის კლინიკურ მიმართულებას ნინო აბესაძე უხელმძღვანელებს, კლინიკური კვლევების დეპარტამენტი სრულად ავტომატიზირებულია და ანალიზების სრული სპექტრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. “მეგალაბში” ხორციელდება მოლეკულური, გენეტიკური და მაღალი ხარისხის მიკრობიოლოგიური კვლევები.
საათში ლაბორატორიას ერთდროულად შეუძლია 2000 სხვადასხვა ტესტის კვლევა.
“მეგალაბის” პროექტში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” 20 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელა, ლაბორატორია ახლა JCI (JOIN Commission international) სტანდარტის მოპოვების პროცესს გადის.
ქვეყანაში ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის პროცესს.
ქვეყნის ყველაზე დიდი ლაბორატორია, მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევებისთვის მასალების უცხოეთში გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება.
„მეგალაბს“ ასევე აქვს შესაძლებლობა მთლიანი კავკასიის რეგიონს მოემსახუროს, რაც ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას შექმნის.