დღეს, საქართველოს დროით 17 საათზე, ნასას „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი“, შავი ხვრელის პირველ ფოტოს გაავრცელებს. მოვლენათა ტელესკოპი დედამიწის 5 სხვადასხვა კონტინენტიდან აკვირდება ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ შავ ხვრელს. ნასას მეცნიერების მტკიცებით ნამდვილი ფოტო უკვე შედგენილია, რომელსაც ადამიანები დღეს პირველად იხილავენ.
შავი ხვრელი არის რეგიონი კოსმოსში, სადაც გრავიტაციის ძალა იმდენად ძლიერია, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, მისი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც მეცნიერები აღწერენ, დღეს გავრცელდება პირველი ფოტო, რომელიც შავი ხვრელის ჰორიზონტის კონტურს ასახავს. მისი დანახვა უზარმაზარი ენერგიისა და გაზების შთანთქვის პროცესშია შესაძლებელი. სწორედ ამ მოვლენის ამსახველ ფოტოს უნდა ველოდეთ დღეს თბილისის დროით 17:00 ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე.
რა არის შავი ხვრელი?
შავი ხვრელი არის უზარმაზარი მასის მქონე ობიექტი, რომელიც კოსმოსში ნებისმიერ ადგილას ფორმირდება. გრავიტაციის ძალა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია შთანთქას ყველაფერი, რაც მის გარშემო გაივლის, მათ შორის სინათლეც. სწორედ ამიტომ მისი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ძლიერი გრავიტაცია წარმოიქმნება იმის გამო, რომ მატერია ჩაპრესილია პატარა სივრცეში. ასეთი შეკუმშვა შეიძლება მოხდეს ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს. ზოგიერთი შავი ხვრელი სწორედ ვარსკვლავთა სიკვდილის შედეგად წარმოიქმნა.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელს მშვილდოსან A-ს უწოდებენ. მისი მასა დაახლოებით 4 მილიონი მზის მასას იტევს და მასში თავისუფლად მოთავსდებოდა მზის დიამეტრის მქონე ობიექტი. სწორედ მშვილდოსან A-ს ფოტოს უნდა ველოდეთ დღეს 17:00-ზე.