საქართველოს დროით 17 საათზე, ნასას „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა“, შავი ხვრელის პირველი ფოტო გაავრცელა. მოვლენათა ტელესკოპი დედამიწის 5 სხვადასხვა კონტინენტიდან აკვირდებოდა galaxy M87-ის ცენტრში მყოფ შავ ხვრელს. მეცნიერებმა ამ მოვლენის ფოტოზე დაფიქსირება შავი ხვრელის ჰორიზონტზე უზარმაზარი ენერგიისა და გაზების შთანთქვის პარალელურად შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი ნამდვილი ფოტოსურათი, რომელიც კაცობრიობას შავი ხვრელის აღსაწერად გააჩნია.
შავი ხვრელი არის რეგიონი კოსმოსში, სადაც გრავიტაციის ძალა იმდენად ძლიერია, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, მისი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.