“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 73%-ს არ სურს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.
გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება განათლების სამინისტროს ინიციატივას ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან ზოგადი უნარების გამოცდის ამოღებას და მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს.
ეს და სხვა განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.