9 აპრილს 10.00 საათზე თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საჯარო განხილვას გამართავს.
დეპუტატები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად დედაქალაქში მდებარე 6 ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ.
განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, 9 აპრილის საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალს შეამკობს.