უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა.
„ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატად... ტრაგიკულად გარდამეცვალა მე_4 კლასის მოსწავლე. გაუფრთხილდით შვილებს... გაუფრთხილდით მოსწავლეებს... გაუფრთხილდეთ ერთმანეთს..." - წერს სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გიორგის მამა და ბებია ზრდიდნენ.