დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილები არიან იაშვილის, მიხაელოვის, ღუდუშაურისა და ხიჩინაშცილის კლინიკებში. დაშავებულებიდან მძიმე მდგომარეობა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს აქვს.
ერთის მდგომარეობა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მძიმეა. დაშავებული 21 წლის ბიჭია, რომელსაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხეულის 35%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული.
დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მუშაობს 10 სამაშველო ბრიგადა.