გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ინტერესთა კონფლიქტის რისკებს ადრეც ხედავდა და 2014 წლიდან მოყოლებული სისტემატურად ცდილობდა ამ რისკის მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებას.
„გაიგზავნა არაერთი ოფიციალური წერილი თუ შეტყობინება და გატარდა არაერთი ღონისძიება, მაგრამ, ეს ყველა ღონისძიება ბანკისადმი იყო მიმართული და, საბოლოო ჯამში, ყველა აქციონერს ეხებოდა მაშინ, როდესაც პრობლემის წყარო უცვლელი რჩებოდა. 2019 წელს კი, როდესაც უკვე ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო და იმის გამო, რომ კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს ევალება გამოიყენოს დარღვევის პროპორციული სანქცია, ჩვენ გამოვიყენეთ სანქცია უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების მიმართ (ხელმოწერის შეჩერება და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა) და აღარ დავაკისრეთ დამატებითი სანქცია ბანკს და/ან მის აქციონერს, ისეთი როგორიცაა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა. მიმდინარე წლის თებერვლის გადაწყვეტილება იყო პრობლემის სათავის მოგვარებაზე მიმართული და მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე ადეკვატური საზედამხედველო ქმედება იყო“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.