5 აპრილს, 10.30 საათზე ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოში რასობრივი შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ეს არის აღნიშნულ თემატიკაზე გამოცემული პირველი ანგარიში და მასში ასახულია რასობრივი დისკრიმინაციისა და დანაშაულების კონკრეტული მაგალითები, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები და არსებული გამოწვევები. ანგარიში ასევე ასახავს საქართველოში უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას და მათ წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებს.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები განხილულ საკითხებზე მოკლე მოხსენებებს გააკეთებენ.