დღეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებელი ნუცა ბუზალაძის პირველ მუსიკალურ კლიპს შეაფასებს. ვიდეორგოლი, სადებიუტო ალბომში შესულ რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზეა გადაღებული, სახელწოდებით, - „გელოდები“.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, პროდიუსერი კი, - შაკო პოპიაშვილი. მომღერლის ჩაცმულობაზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იზრუნა. ნუცა ბუზალაძე, დიზაინერის სამი გამორჩეული სამოსით მოგვევლინება.
სატელევიზო პრემიერა დღეს, ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა „პრაიმ შოუში“ შედგება. ახალი ვიდეორგოლის ნახვა მომღერლის ოფიციალურ YouTube არხზეც იქნება შესაძლებელი.