საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის ინფორმაციით, რუსთავი 2–ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – 4,589,869 ლარი, აქედან – 2,245,138 ლარი ფასიანი, ხოლო – 2,344,731 ლარი უფასო. დავით ბაქრაძემ ჯამში – 1,293,181 ლარის რეკლამა განათავსა, აქედან – 354,926 ლარი ფასიანი, ხოლო – 938,255 ლარი უფასო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რუსთავი 2–ზე ჯამში 1,229,971 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 1,090,012 ლარი ფასიანი, ხოლო – 139,959 ლარი უფასო.
კომისის ინფორმაციით, „იმედზე“ ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 2,003,803 ლარი, აქედან – 1,632,908 ლარი ფასიანი, ხოლო – 370,895 ლარი უფასო. დავით ბაქრაძემ ტელეიმედზე ჯამში – 1,273,317 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 138,545 ლარი ფასიანი, ხოლო – 1,134,772 ლარი უფასო.
გრიგოლ ვაშაძეს ტელეიმედზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამები არ განუთავსებია, შესაბამისად უფასო პოლიტიკურმა რეკლამების მიახლოებულმა ღირებულებამ შეადგინა – 1,451,003 ლარი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსთავი 2-ზე მეორე ტურში განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულებამ - 454,286 ლარი შეადგინა, ხოლო ტელეიმედზე განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულება - 730,445 ლარი იყო.
ტელეიმედის და რუსთავი 2-ის მიღმა მეორე ტურის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შემდეგ სამაუწყებლო არხებზე განათავსა: ტვ პირველი, მაესტრო, GDS, კავკასია, ტელეკომპანია დია, გურია, გურჯაანი, ოდიში, რიონი, თრიალეთი, ობიექტივი, ქვემო ქართლი, ტვ 25, პალიტრა News, მარნეული ტვ, ფარვანა, AGTV, თანამგზავრი, ტოკ ტვ, მეცხრე ტალღა, რომლის ჯამური ღირებულება – 1,195,916 ლარი იყო.