კითხვაზე - რომელი რელიგიას ან აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს - საქართველოს მოსახლეობის 82,5% პასუხობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ თბილისის მოსახლეობის 93,4%, ხოლო საქართველოს რეგიონების მოსახლეობის 78% მიაკუთვნებს თავს ამ რელიგიას.
მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიას (მოსახლეობის 5,9%) და სუნიტურ ისლამს (მოსახლეობის 3,4%) ჰყავს.
რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მოსახლეობის 11,7%, ხოლო თვეში ერთხელ - 17,9% ესწრება. მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულების დროს, რელიგიურ მსახურებას მოსახლეობის 26,7% სტუმრობს.
გამოკითხვის ფარგლებში, დაისვა კითხვები, თუ როგორ ხსნიან მოქალაქეები საკუთარ რელიგიურობას. მოსახლეობის 78% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესია უსმენს ჩემნაირ ადამიანებს“; მოსახლეობის 77,3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესიაში ვხვდები ჩემნაირ ადამიანებს“; მოსახლეობის 79,6% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესიაში დაცულად ვგრძნობ თავს“; მოსახლეობის 69,3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესია გასაჭირის დროს გვერდით მიდგას“; მოსახლეობის 71,2% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემ გარშემო ყველა მორწმუნეა“; მოსახლეობის 58,3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემ გარშემო ყველა ეკლესიაში დადის“; მოსახლეობის 76% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მუდმივად ცვალებად გარემოში ეკლესია ერთადერთი უცვლელი და მყარი დასაყრდენია“.
განსხვავებული ნდობის მაჩვენებელი აქვთ საპატრიარქოსა და საკუთრივ პატრიარქს.
რამდენად ენდობით:
|
უარი პასუხზე
|
არ ვიცი
|
სრულად ვენდობი
|
ძირითადად ვენდობი
|
ნაწილობრივ ვენდობი, ნაწილობრივ არა
|
ძირითადად არ ვენდობი
|
საერთოდ არ ვენდობი
|
სულ
|
პატრიარქს
|
0,8%
|
3,8%
|
66,3%
|
16,8%
|
9,4%
|
1,1%
|
1,8%
|
100%
|
საპატრიარქოს
|
1,2%
|
6,4%
|
27,7%
|
24,4%
|
29,1%
|
6,5%
|
4,7%
|
100%
|
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.