ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „პირველის ეთერში განაცხადა, რომ 29 მარტს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ე.წ ციანიდის საქმეზე ისაუბრა.
„დიახ, ამ ყველაფერზე ვესაუბრე. მე ჩემი ანალიზი, რასთან გვაქვს საქმე და რასთან გვქონდა, რა შეცდომები დავუშვით, მას მოვახსენე. ძალიან ყურადღებით მოისმინა და დანარჩენი, ევროპულ სასამართლოში საქმე წასულია, მსვლელობა მიეცა და ის თავის სათქმელს იტყვის. მე სურვილი მაქვს, რომ მამაო როდესაც განთავისუფლდება - და უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ - ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდის სხდომაზე, რომელსაც შეთავსებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია”, - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.