მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ” პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ.
კახა აბუაშვილი საფრანგეთში გასულ წლის აპრილში დააკავეს.
2018 წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“. საფრანგეთში დააკავეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი. დაკავებულებს შორის იყო 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“.
კახა აბუაშვილთან ერთად დააკავეს: 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული ელმირა მუსტაფაიევა.