დღეს, 2 აპრილს, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა „დირსის ქალაქში“ პოლიციის ბლოკადაში მყოფ დევნილებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მან მიუხედავად პოლიციის უარისა, ისინი კამათის შედეგად მაინც დაითანხმა დევნილებისათვის მიტანილი პლედების გადაცემაზე ! ამის შემდეგ კი, თავად დევნილებს პირველად მიეცათ ახლობლებისათვის, მათ შორის ბავშვებისათვის თბილი ტანსაცმელის გადაცემის საშუალება. ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ:
ივანიშვილის ხელისუფლება დევნილებს ტერორისტებზე უარესად, პუტინ-არძინბასავით ექეცევა. აუცილებელია დაუყონებლივ შეწყდეს დევნილთა ბლოკადა და მათი უშუქოდ და უწყლოდ წამება ! აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მათთან მოლაპარაკება ელემენტარული საცხოვრისით დაკმაყოფილების საკითხზე ! ამასთანავე დუყონებლივ უნდა იქნას მათთან დაშვებული ადვოკატი, ხოლო დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებისათვის განკუთვნილი დაფინანსება გაორმაგდეს !