მარლონ ბრანდო დღეს 95 წლის გახდებოდა. ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, რომელიც საყოველთაოდ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კინო-მსახიობად ითვლება 1924 წლის 3 აპრილს დაიბადა.
მარლონ ბრანდომ გაუწია პოპულარიზაცია სტანისლავსკის სისტემას და მეთოდურ შესრულებას (ხშირად შეცდომით ერთ ტექნიკად მოიხსენიება) ფილმებში „ტრამვაი სახელად სურვილი“ და „ნავსადგურში“ ორივე მათგანი ელია კაზანის რეჟისორობით დაიდგა ადრეულ 1950-იანებში. მის სამსახიობო სტილს, 1950-იანების ჰოლივუდში დაუინტერესებელი პერსონის საზოგადოებრივ იმიჯთან შეხამებით, უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე; მათ შორის იყვნენ ჯეიმზ დინი, პოლ ნიუმანი, რობერტ დე ნირო,ალენ დელონი, ალ პაჩინო,ელვის პრესლი, შონ პენი, რასელ ქროუ, ჯეკ ნიკოლსონი და განსაკუთრებით ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.