საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა რაჭაში, ონთან, სოფელ ნაკიეთში მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.
ინფორმაცია მიყენებული ზარალის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.