"საქართველოს ფოსტამ", მთავრობის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო მარკა გამოუშვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ფეისბუკზე" წერს.
"დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა. ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!", - წერს ბახტაძე.