ავსტრალიაში, მელბურნში მდებარე ტბამ ფერი შეიცვალა და ვარდისფერი გახდა. ტბა ხელოვნურადაა შექმნილი, თუმცა რამდენიმე კვირაა რაც ვარდისფრად შეიღება.
ტბის ფსკერზე, წყალმცენარეები წარმოქმნიან წითელ პიგმენტს, ე.წ. ბეტა კაროტინს, რომელიც წყალს მეწამულ ფერს აძლევს. ავსტრალიის მთავრობა, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ტბაში შესვლისა და ბანაობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან მაღალი კონცენტრაციის მარილმა, შესაძლოა კანის პიგმენტი დააზიანოს. ზოგიერთი ტურისტის განცხადებით, ტბასთან მიახლოებისას ლაყე კვერცხის სუნს იგრძნობთ.
მელბურნში ტბა 2013 წლიდან მეწამულ ვარდისფერს შეფერილობას იღებს. ყოველ წელს, წყალმცენარეების კონცენტრაცია გვიან შემოდგომამდე ინარჩუნებს ამ ფერს, შემდეგ კი ბრუნდება მის ბუნებრივ მდგომარეობაში.