ხვალ, ლუვრის პირამიდა, 28 მარტს, 30 წლიან ისტორიას იზეიმებს.
ლუვრის მუზეუმი, პირამიდის შესასვლელით, 1989 წლის 28 მარტს, საფრანგეთის რევოლუციის 200 წლის თავზე გაიხსნა.
პირამიდამ მუზეუმის აღქმა ახალ განზომილებაში გადაიყვანა. მან შეიძინა ეროვნული და ინტერნაციონალური დანიშნულება. თავდაპირველად, განახლებული მუზეუმი ეროვნული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა იდეასა და ექსტერიერის არატრადიციული ფორმით სახეცვლილებას სასტიკად იწუნებდა. მიუხედავად არქიტექტორის დიდებული გამოცდილებისა, ეროვნულმა მოძრაობამ, ფრანსუა მიტერანს მიკერძოებულ არჩევანშიც კი დასდო ბრალი.
დღეს, პირამიდა, პარიზელებისა და დედაქალაქის ვიზიტორების უსაყვარლესი მონუმენტია. ის ტურისტების თავშეყრის ერთ-ერთ მთავარ ადგილმდებარეობად ჩამოყალიბდა. ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, თანამედროვე კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ სასახლე და პირამიდა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. დღესდღეობით, პირამიდა შესასვლელზე მეტია და ის ლუვრის იდენტობის სიმბოლოა.
შესასვლელი ეგვიპტური გიზას პირამიდის ადაპტაციაა. ეს გადაწყვეტა, ეგვიპტური ანტიკური ცივილიზაციის აღიარების ერთგვარი სიმბოლოა. პირამიდა, სიგანეში 35 მეტრია, ხოლო სიმაღლეში, - 21. კონსტრუქციის ასაგებად, 95 ტონა ფოლადი და 105 ტონა ალუმინი დაიხარჯა.
მთავარ კონსტრუქციას, მუზეუმში სინათლის უზრუნველსაყოფად გარშემო სამი პატარა პირამიდა აკრავს. კონსტრუქციაზე შუშის პანელებს სამკუთხა და კრისტალური განზომილება აქვს, რაც ქვემოდან ცქერისას, არაორდინალურ პროპორციასა და შეხედულებას აძლევს.
1981 წელი, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმის ისტორიის გამორჩეული პერიოდია. ფრანსუა მიტერანის გაპრეზიდენტებამ განვითარების უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. 1983 წელს ლო მინგ პეი, ხდება ლუვრის ახალი არქიტექტორი. ყალიბდება შესასვლელის ახალი მოდელი, რომელსაც უნდა განეახლებინა მუზეუმის აღქმა და ტურისტული პოტენციალი. პეის დიზაინით შეიქმნა პირამიდის შესასვლელი, რომელიც დღეს სასახლის განუყოფელი ნაწილია.