ნასამ ღია კოსმოსში 29 მარტს დაგეგმილი გასვლა გადადო. ამ ექსპედიციაში, პირველად ისტორიაში მონაწილეობა უნდა მიეღო ორ ქალ ასტრონავტს. როგორც კოსმოსური სააგენტო იუწყება, მისიის მონაწილეებისთვის სათანადო ზომის სკაფანდრები ვერ მოიძებნა.
ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ კრისტინა კუკსა და ენი მაკლეინს. თუმცა მაკლეინმა, რომელიც კოსმოსში 22 მარტს უკვე გავიდა, დაასკვნა, რომ მას და მის მეწყვილეს სკაფანდრის ზედა ნაწილის საშუალო ზომა სჭირდებოდათ. მაგრამ კოსმოსურ სააგენტოში მათთვის შესაფერისი სკაფანდრის ზომის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი აღმოჩნდა.
ამის გამო გადაწყდა, რომ 29 მარტს კოსმოსში მხოლოდ კრისტინა კუკი გავა, მაკლეინი კი ღია კოსმოსში კანადელ ასტრონავტთან დავიდ სენ-ჟაკთან ერთად 8 აპრილს გავა.