"კობა გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა როგორ ემუქრება მისი რეგულაციები ბიზნესს და ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს", აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "ევროპულმა საქართველომ" „თიბისი ბანკის" თემაზე პარლამენტში კობა გვენეტაძე მოიწვია.
„ირაკლი კოვზანაძემ წერილი გადააგზავნა, მაგრამ პასუხი როდის აპირებს, კითხვებზე პასუხი გაგვცეს, რა მოხდა თიბისი ბანკზე და რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს, პასუხები ღია რჩება. ბატონმა კობა გვენეტაძემ ვერ გადაწყვიტა და პარლამენტს თარიღი ვერ გააგებინა, როდის მოახერხებს მოსვლას.
საქმე გვაქვს რეგლამანეტის დარღვევასთან, ამიტომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანს მივმართავ, მისმა კომიტეტმა განიხილოს, როგორ არღვევს გვენეტაძე რეგლამენტს და თავს არიდებს დეპუტატების კითხვებს, საკითხი გამოიტანოს ბიუროზე.
კობა გვენეტაძის მოსვლა დარგობრივ კომიტეტზე მოითხოვეს, რომელიც საბანკო რეგულაციების შემოღებას ეხება. კვარტლის ბოლოს მზად იქნებოდა სასაუბროდ. კობა გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა როგორ ემუქრება მისი რეგულაციები ბიზნესს და ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს. ’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა