11 ნოემბერს ქართულ-ბელორუსული ბიზნესფორუმი გაიმართება. ბელორუსის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში დღეს ჩამოვლენ.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ბელორუსების ვიზიტის მიზანი საქართველოში საქმიანი პარტნიორების პოვნა და ურთიერთმომგებიანი კავშირების დამყარებაა.
ბელორუსი ბიზნესმენები ფოთსაც ესტუმრებიან. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ფოთში გაიმართება ქართულ-ბელორუსული ბიზნესფორუმი. ასევე, ბელორუსელი სტუმრები შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც გამართავენ.
ბელორუსი ბიზნესმენები საქართველოში 15 ნოემბრამდე დარჩებიან.