2020 წელს მარსზე პირველ ვერტმფრენს „ნასა“ გაგზავნის. The Mars Helicopter მომცრო ზომის, დისტანციურად მართვადი უპილოტო შვეულმფრენია. წითელი პლანეტის მიმართულებით ხომალდის გაშვების თარიღი 2020 წლის ივლისია.
Nasa-ს, პირველობის ათწლეულოვანი ისტორია აქვს. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წელს, წითელ პლანეტაზე პირველად გამოცდიან დისტანციურ ფრენას. მათი განცხადებით მარსის ვერტმფრენი, 21-ე საუკუნის საუცხოო მიღწევაა. ვერტმფრენი მარსზე, სამომავლო სიღრმისეულ სამეცნიერო ექსპედიციებს, აღმოჩენებსა და კვლევებს დაუდებს საფუძველს.
“117 წლის წინ ძმებმა რაითებმა დედამიწაზე ფრენა შესაძლებელი გახადეს, თანამედროვე ამერიკელი მეცნიერები კი წითელ პლანეტაზე ფრენას აქცევენ რეალობად. მარსის ვერტმფრენით შესწავლა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წარმატებული ქორწინებაა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ მომავალში სიღრმისეულად შევისწავლოთ წითელი პლანეტა.", - განაცხადა თეთრ სახლში NASA- ს სამეცნიერო მისიის დირექტორის თანაშემწემ თომას ზურბუკენმა.